პროგრამის დასახელება - ცოცხალ ფერებში,,საქართველო გასაბჭოებამდე“
(ფერადი ფოტოს ოსტატის პროკუდინ-გორსკის შემოქმედების გაცნობა)
სამიზნე ჯგუფი- პროგრამა გათვალისწინებულია მე-5-მე-8 კლასის მოსწავლეთათვის.
საგანი- ხელოვნება, ისტორია
პროგრამის ხანგრძლივობა - 40 წთ.
პროგრამის ჩატარების ადგილი - ძმები ნობელების სახელობის ბათუმის ტექნოლოგიური მუზეუმი.
პროგრამის მიზანი:
სხვადასხვა სახალისო-შემოქმედებითი აქტივობების (ფოტოების ეკრანზე ჩვენებით,ფაზლების აწყობით, ობიექტზე დაკვირვებით) მეშვეობით ხელი შეუწყოს ეროვნული და მსოფლიო კულტურებით დაინტერესებას
პროგრამის აღწერა:
• მოსწავლეები გაეცნობიან საქართველოში პირველი ფერადი ფოტოების ავტორის სერგეი პროკუდინ-გორსკის შემოქმედებას (პრეზენტაციის ჩვენება პოვერ-პოინტში)